loader

რა ხდება ამ წუთებში თბილისის სავალუტო ჯიხურებში - უახლესი მონაცემები, რამდენ ლარად შეიძენთ დოლარსა და ევროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თბილისის სავალუტო ჯიხურებში - უახლესი მონაცემები, რამდენ ლარად შეიძენთ დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ 29 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9348 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით: ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8100 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7870 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9700 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9450 ლარად არის შესაძლებელი.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8140 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7820 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.9770 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9220 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8150 ლარად, გაყიდვა კი - 2.7850 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9750 ლარად, გაყიდვა კი - 2.9300 ლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.