"მოვყევით ჩიხში და დღისით, მზისით მოსახლეობის წინაშე დაგვარბიეს" - აქციის მონაწილე
ჭავჭავაძის გამზირზე საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება იყო.
მომიტინგეებმა ბუნკერებით გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.