"ცრემლსადენ გაზს გვესროდნენ, გინებით მოგვდევდნენ, არავინ დაუნდვიათ - ქალებსაც ურტყამდნენ" - აქციის მონაწილე
"წინ ვიყავი, როდესაც აქციის დარბევა დაიწყო. ცრემლსადენ გაზს გვესროდნენ. გინებით მოგვდევდნენ, არავინ დაუნდვიათ - ქალებსაც ურტყამდნენ" - თქვა აქციის მონაწილემ "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას.
ცნობისთვის, სპეცრაზმა რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები დაშალა. დააკავეს რამდენიმე პირი.