loader

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები.

გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.

ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „გამოდი“.