loader

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა - მომიტინგეებს, აფრთხილებენ, რომ დაიშალონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა - მომიტინგეებს, აფრთხილებენ, რომ დაიშალონ

სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან ქაშუეთის ტაძრის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

მათ უკან მიჰყვება წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა, პარალელურად ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

დემონსტრანტები რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან. სპეცრაზმის გამოჩენას ისინი ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. ამ წუთებში სპეცრაზმმა ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, პარალელურად, სრულად გათავისუფლებულია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიც.