ელჩები, რომლებიც თანამდებობებიდან გადადგნენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს, პარალელურად, თანამდებობებს ტოვებენ სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები
თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში სალომე შაფაქიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სამხრეთ კორეაში თარაშ პაპასკუამ. ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საქართველოს ელჩმა ჩეხეთში თეა მაისურაძემ.