აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ გზები. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"