"შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ..." - რას წერს ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში?
"შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო "აზიური ოსკარი" ავიღე - ფილმი "აპრილი". შენ გიძღვნი საქართველო“ - წერს მსახიობი ია სუხიტაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
ქართულმა დრამატულმა ფილმმა „აპრილი“, რომლის რეჟისორიც დეა კულუმბეგაშვილია, აზიურ "ოსკარად" წოდებულ დაჯილდოებაზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა: "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო შესრულება", სადაც მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.
ფილმი ასახავს მეან-გინეკოლოგის რთულ ბრძოლას, რომელსაც ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. „აპრილი“ თავდაპირველად ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე წარსდგა. ვენეციაში მან სპეციალური ჟიურის პრიზი მოიპოვა, ხოლო სან სებასტიანის კინოფესტივალზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონკურსში გაიმარჯვა.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>