"როგორ მიბედავთ? თქვენი მაიმუნი ხომ არ ვარ?" - ნინო ზაუტაშვილი პირველი არხის გენერალურ დირექტორს
„პირველი არხის“ შენობაში სიტყვიერი დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის დაგეგმილ საეთერო დროს თავად წაუძღვებოდა.
„ახლა ვსაუბრობთ პირდაპირ ეთერზე, რომელიც ამ არხზე უნდა გაიმართოს. ყველა ბრალდების, რომელიც ამ არხს უკავშირდება, მოპასუხე მხარე ვარ მე და არა არც ერთი სხვა ჟურნალისტი. ამიტომ, ვიჯდები მე ეთერში. რა პრობლემაა, ამიხსენით“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
„შენ რატომ ზიხარ ეთერში, იცი? ყველა ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, უარი გითხრა მაგ ეთერზე და მაგიტომ. ახლა შენ გადაწყვიტე, რომ დაჯდე. ზუსტად ასე მგონია“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
საპასუხოდ კი, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის წაყვანა მისი გადაწყვეტილებაა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „პირველი არხის“ შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით - “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“. აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ, რაზეც ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეებს საეთერო დროს 20:00 საათზე დაუთმობენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ეთერს ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუძღვეს.