რას ამბობს ნინი ბადურაშვილი წუხელ, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე - "უმძიმესი კადრები ვნახეთ, ძირს დაგდებული ადამიანის ფეხით თელვა, ბოროტებაა"
ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე დღიანი დუმილი დაარღვია და რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა. თავისი დამოკიდებულება მომხდარზე სთორის სახით გააზიარა. ამ დროისთვის მომღერალს გაუქმებული აქვს გვერდი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე
- უმძიმესი კადრები ვნახეთ, ძალადობა დაუშვებელია, განურჩევლად ნებისმიერი პროფესიისა თუ შეხედულებისა. ძირს დაგდებული ადამიანის ფეხით თელვა კი სისასტიკე და სიბოროტეა.