loader

"ძვირფასო სელებრითებო, საწყენად არ მიიღოთ ეს რჩევა, რა" - დათო გორგილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძვირფასო სელებრითებო, საწყენად არ მიიღოთ ეს რჩევა, რა" - დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ძვირფასო სელებრითებო, საწყენად არ მიიღოთ ეს რჩევა, რა. აი, ინსტაგრამზე რომ სთორის დადებთ ხალხის ირიბად მხარდასაჭერად, (რადგანაც სხვაგან სად, თუ არა ინსტაგრამზე და სხვანაორად როგორ, თუ არა შეფარვით, არაპირდაპირ, ეზოპეს ენით), ფონი და ფილტრი ცოტა გულდასმით შეურჩიეთ ხოლმე, გთხოვთ. აი, მაგალითად Lagos ან New York უხდება კრიტიკული მომენტების ასახვას.

ახლა ძალიან ზედმეტებში გადავდივარ, მაგრამ თუ ძვირფას დროს დაკარგავთ და მუსიკასაც დაადებთ, სამშობლო არასოდეს დაგივიწყებთ ამ თავგანწირვას.სიტყვიერად რამის თქმა მართლა არაა საჭირო, უსიტყვოდაც გამოიცნობს ერი რასაც გულისხმობთ.გმადლობთ" - წერს გორგილაძე.