(18+)უმძიმესი კადრები - როგორ უსწორდებიან საპოლიციო ძალები ფიზიკურად ძირს დაგდებულ აქციის მონაწილეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილეს. კადრებში ჩანს, რომ ძირს დაგდებულ აქციის მონაწილეს ჯერ ერთი სპეცრაზმელი სახეში ურტყავს წიხლს, შემდეგ კი მეორე.
მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ეს ამაზრზენი და ყველა სხვა ფაქტი.