რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავეს - დაშავდა რამდენიმე პირი
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს.
საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.
პარალელურად მიმდინარეობდა დაკავებებიც.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
სპეცრაზმა დაშალა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებიც.