პრეზიდენტი ორი ჟურნალისტის მიერ „რუსთავი2“-ის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - "ციხე შიგნიდან ინგრევა!"
"ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ორი ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დატოვების შეახებ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას.
„ჟურნალისტი ვერ უნდა ითმენდეს მისი კოლეგა ჟურნალისტის სასტიკ დარბევას … ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რამეთუ ციხე შიგნიდან ინგრევა! ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჯერია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.