loader

"ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო. ყველას გასაგონად. დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას" - თათია შარანგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო. ყველას გასაგონად. დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას" - თათია შარანგია

დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე ან ინტერესებზე“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელ „ინსტრაგრამზე“ წერს.

„ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო. ყველას გასაგონად. დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე, ან ინტერესებზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსთაველზე დგას რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, სერიოზული პრობლემა აქვს. არც თავმოყვარეობა აქვს და არც ქართველია. დღეს სამშობლოს ბედი წყდება ქუჩაში! რისთვის იწვალეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ევროპისკენ სვლას ვწყვეტთ?

იწვალეს და თავი გაწირეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ქართველები სწორედ რომ ღირსებით შევსულიყავით ევროპაში და ქართულად ვსაუბრობდეთ. და ჩვენ რას ვეტყვით ჩვენ შვილებს. სად გაიღვიძებენ ჩვენი შვილები, რუსეთში? ვის ებრძვით, ვის? ქართველებს? მომავალ თაობას? ქალებს? ბავშვებს? მედიის წარმომადგენლებს დაერიეთ? გამოდით ხალხო ქუჩაში. აუცილებლად გამოდით, თუ გინდათ ჩვენ შვილებს არ წაართვან მომავალი. და აი, დღეს მიპასუხეთ დღეს ვინ ვის ართმევს ქართველობას?“ – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.