გიორგი გახარიას ბრიფინგი - "მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს..."
მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს - გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა „დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე“ საჭიროა, ახალი არჩევნების თარიღი და კონკრეტული ადმინისტრაციების ცვლილება.