ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს - "ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია!"
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"გაირკვა, რომ მშვიდობით ევროპაში ვერ შედიხართ ქოცების ამომრჩევლებო. მხარდამჭერებო, მათ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებო!
ყველას გეხებათ, ვისი არჩევანიც ახლა დუმილია! ყველას!!
ქაშუეთში რომ ხალხს უვარდებოდნენ , რითი ხსნით?! ეკლესიიდან ქალებს რომ მოათრევდნენ თმებით ამას რითი ხსნით. აფთიაქებში შესული ხალხი, ძალით რომ გამოჰყავდათ!
ახლა მხოლოდ ორი მხარეა!
სამშობლო და მოღალატე, რომლისთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.
და როცა საქართველო გაიმარჯვებს, თქვენი დუმილის გამო, კედლის იქეთ დარჩებით! " - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.