"ბევრი სპეცრაზმელი გამოგვეკიდა.... აფთიაქში შემოვედით და ცემა დაგვიწყეს" - რას ამბობენ აქციის მონაწილეები
აქციის რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ შორის, როგორც რამდენიმე მომიტინგე აცხადებს, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შეცვივდნენ და სცემეს პირები, რომლებიც თავს სწორედ აფთიაქს აფარებდნენ.