loader

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - "ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - "ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ"

"მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა “X”-ზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს.

დაშლის ღონისძიების დროს რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.

კერძოდ, „პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მათი ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს, რომელიც ნაცემია. ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამასთან, დაშავებულ პირებს შორის არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მათ შორის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე „აჭარის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.