"თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ..." - მთავარ ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქს მიმართავს
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება: "თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს."