loader

"თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ?" - სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმის პირისპირ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ?" - სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმის პირისპირ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა.

პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მისი აქ­ცი­ა­ზე, ხალ­ხის გვერ­დით დგო­მა მო­ი­თხო­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ახლა იწყე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც არ დამ­თავ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა.

"დღეს უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დე, ვინც უნდა შე­მოგ­ვი­ერ­თდეს. მე ვარ აქ, ამ ხალ­ხთან ერ­თად, ვიქ­ნე­ბი სა­დაც შევ­ძლებ, ყო­ველ­თვის. იწყე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც არ დამ­თავ­რდე­ბა, სა­ნამ ჩვენ არ მი­ვი­ღებთ ახალ არ­ჩევ­ნებს, ეს არის მი­ზა­ნი შიგ­ნით, ეს არის მი­ზა­ნი გა­რეთ, რო­მელ­ზე­დაც ასე­ვე ვმუ­შა­ობ, რომ ამა­ში გვქონ­დეს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ არ უნდა დავ­ნებ­დეთ, ეს არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც სპეც­რაზ­მი და პო­ლი­ცი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მათ მი­მარ­თა:"თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა არ არის, რომ და­შა­ლოთ ხალ­ხი! რუ­სეთს ემ­სა­ხუ­რე­ბით თუ სა­ქარ­თვე­ლოს? ფიცი ვის წი­ნა­შე და­დეთ? თქვენ პრე­ზი­დენტს არ პა­სუ­ხობთ?" - მი­მარ­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.