დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან, რკინის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს - კადრები ადგილიდან
რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დემონსტრანტები პარლამენტის გარშემო აღმართულ რკინის ჯებირზე აბრახუნებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკუთარ პროტესტს ასე გამოხატავენ.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.