loader

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი პროტესტმა მოიცვა - აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი პროტესტმა მოიცვა - აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი პროტესტმა მოიცვა - აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა.

შეკრებილების თქმით, ქართველი ხალხი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

ასევე დაპირისპირება იყო ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.