"ჩაიშალა აგენტურაში დავალება, შანტაჟის ბოლო იარაღიც წაგვართვეს და აღშფოთდით, გადაირიეთ და გაგიჟდითო…" - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: "ჩაიშალა აგენტურაში დავალება, შანტაჟის ბოლო იარაღიც წაგვართვეს და აღშფოთდით, გადაირიეთ და გაგიჟდითო…ჯერ ზოგადად, ოფიციალურ მიზეზს და არგუმენტებს გზაში დაგაწევთო."
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.