"ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა" - რას ამბობს ლაშა ფარულავა, რომელიც მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა.
ლაშა ფარულავა 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილეობდა, მის მიმართ ისევე, როგორც დანარჩენი პირების მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
როგორც გამოძევების შემდეგ ფარულავამ განმარტა, მოსამართლემ ის მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმა.
სასამართლოში 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილე 9 პირის მიმართ საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.