"ამას არ გაგიტარებთ! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ პერსონით დაინტერესდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე" - რას ამბობს ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩის შესახებ?
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანის ელჩს „არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ახლა მავნებლობს“.
ამასთან, ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს ადარებს.