loader

"ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა..." - რას ჰყვება ცისანა სეფიაშვილი მეუღლის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა..." - რას ჰყვება ცისანა სეფიაშვილი მეუღლის შესახებ?

„ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად, მერე ფეხის გადასარჩენად. ჩვენი რწმენით, ერთმანეთის გვერდში დგომით, უამრავი ადამიანის დახმარებითა და სიკეთით, შევძელით ამ ურთულესი პერიოდის გავლა. მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელიც გავიარეთ" - მეუღლის, ოთო გიორგობიანის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ცისანა სეფიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

მომრერლის თქმით, ყველა განსაცდელი კიდევ უფრო აძლიერებდა მათ ს სიყვარულს და კიდევ უფრო გააძლიერა….

"ეს ტრავმა სრულიად შემთხვევითობის ბრალი იყო და ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც ასეთი განვითარება არ უნდა მოჰყოლოდა. მადლობა ყველას, პირველ რიგში, ექიმებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და იბრძოდნენ ბოლომდე, ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი. რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

ყველა განსაცდელი კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენს სიყვარულს და კიდევ უფრო გაგვაძლიერა….

სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ, სრულად გამოჯანმრთელებისთვის კი გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი…“- ამბობს ცისანა სეფიაშვილი.