loader

"ეს არ არის ადვილი, რასაც ახლა ვამბობ... გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ვარ, ასევე ქართული ლიტერატურის თემების გამსწორებელი" - ბელა მოსია ეროვნული გამოცდების პროგრამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არ არის ადვილი, რასაც ახლა ვამბობ... გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ვარ, ასევე ქართული ლიტერატურის თემების გამსწორებელი" - ბელა მოსია ეროვნული გამოცდების პროგრამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბელა მოსია, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი და ქართული ლიტერატურის თემების გამსწორებელია, სოციალურ ქსელში ეროვნული გამოცდების პროგრამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

"გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ვარ, ასევე ქართული ლიტერატურის თემების გამსწორებელი... პრობლემას იცით რაში ვხედავ? ეროვნულ სასწავლო გეგმას არაფერი შეეხოს. მეშინია ძალიან მალე არ შემოგვთავაზონ ცალკე ლიტერატურა, როგორ ვასწავლოთ ეს ყველაფერი და იქ არ შეგვეზღუდოს საუბარი. აქ არის პრობლემა. გარკვეული დოზით მე ეს უკვე ვიგრძენი, ეს არ არის ადვილი, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ საშიშროება ამისი გვაქვს..." - ამბობს ბელა მოსია.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა.

კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.