loader

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება - ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში იანვრიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება - ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში იანვრიდან?

„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

„სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს,“- აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში იანვრიდან

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება სებ-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. განაგრძეთ კითხვა