რას ამბობს მამუკა მდინარაძე ყაველაშვილის უდიპლომობაზე - "დიპოლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია"
სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება - მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა, რომ მომავალ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ ექნება, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს არც ფორმალური და არც რეალური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებს შორის დიპლომი მოხსენიებული არ არის.