loader

როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას? - "დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას? - "დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან"

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი.

ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.

არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…

ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!

ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!" - წერს გვარამია.