"მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია" - კახა კალაძე
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.