"სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვათ, სერიოზული პრობლემებია, როდესაც ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას იკვეთება ბევრი პრობლემა, რაც ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის მომენტში გამოჩნდა" - კახა კალაძე
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.