რა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენისას?
მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ამაყი და ბედნიერია, რომ „ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ერთად რომ მიწევს“.