ნუციკოს, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს 8 ენაზე შეუძლია სიმღერა - "სასწაულები ხდებოდა ჩვენს ირგვლივ"
თიკო მახარაძე და ნუცა საჩეჩელაშვილი დედა-შვილი არიან. ამ მუსიკალურ დედა-შვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ, რადგან ცნობილი "ტიკტოკერები" არიან. 6 წლის ნუცა საოცარი ნიჭით გამოირჩევა, ყოველი მისი ნამღერი მსმენელის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ნიჭის გამოვლენამდე, გოგონას არც ისე სასიამოვნო პერიოდი აქვს გავლილი. რასთან ჰქონდა საქმე ნუცას ოჯახს, რა პრობლემის გადალახვა მოუხდა ყველას ერთად, ამაზე თიკო მახარაძე, ნუცას დედა გვიამბობს: