loader

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. დაკარგა მხედველობა და მოძრაობის უნარი.

ერთი წლის განმავლობაში ის ჯერ უკრაინაში მკურნალობდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ოჯახმა საქართველოში გადმოიყვანა სამკურნალოდ.

სპარტაკ ლეკიაშვილის ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ქართველი მებრძოლი თავდაპირველად გორის ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს, პარალელურად კი ოჯახი და ახლობლები უცხოეთში გასამგზავრებელ თანხას აგროვებდნენ: ვრცლად: "რადიო თავისუფლება"