რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე ამ წუთებში? - კადრები ადგილიდან, სადაც ძლიერი თოვაა
რიკოთის უღელტეხილზე ამ დროსითვის ძლიერი თოვაა. მოქალაქეები ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ყინვაა მოსალოდნელი.
25 ნოემბრიდან ამინდი მკვეთრად უარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).