"რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"რა ხდებოდა არჩევნებამდე - ლიდერები გვარწმუნენდნენ, რომ გაყალბების შანსი არ იყო. რომ მოიგებდნენ. გვარწმუნებდნენ, რომ რუსი დიქტატორი, ტექნიკურად უნაკლო აპარატებით, ჩაატარებდა არჩევნებს და რაც მთავარია, არჩევნებით წავიდოდა. არ გამართლდა არცერთი პროგნოზი. დიქტატორმა არჩევნები გააუქმა" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სჯობს ოპოზიციამ ხალხს ჰკითხოს რა სჯობს - რომელი გზა, მოკლეზე გადაჭრა და თუ დიდ წრეზე წასვლა.
"გავბრაზდით, ნიჰილიზმში ჩავარდით, შემდეგ ვიკითხეთ რა არის გეგმა B. ვერც კი წარმოვიდგინეთ, რომ ამდენი პოლიტიკოსისგან, (რომლებსაც ქვეყანას ვანდობდით სამართავად) არცერთს ჰქონდა დაშვებული დიქტატორი რომ დემოკრატი ვერ გახდებოდა. შეგვეძლო უფრო ღლეობების ფიქრიც, მაგრამ საკუთარ თავს "ქოცობაში" ჩავუთვალეთ. ავდექით, ერთმანეთი ფეხზე წამოვაყენეთ, ლიდერები იქეთ ვამშვიდეთ, "კაი, ვის არ მოსვლია ძმაო" და ბრძოლას შევუდექით.
რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი. ისევ სადღეგრძელოები ისმის! არ ტეხავს თქმა, "არ ვიცით, რა ვქნათ მეგობრებო". ხალხს ჰკითხოთ, რა სჯობს, რომელი გზა, მოკლეზე გადაჭრა და თუ დიდ წრეზე წასვლა. არაფერი ტეხავს და განსაკუთრებით წყენების და ბრაზის გაცხადება! ტეხავს ამის მიუღებლობა.
ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ბრძოლას აქვს აზრი! ამიტომ ადრე მოგწყენიათ განსხვავებული აზრის მოსმენა. ყველაფერი აწი იწყება. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! ეს ხალხი ყოველ დღე უნდა ვახსენოთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.