"ამას გეუბნებით საჯაროდ! ეს გადაწყვეტილება ჩვენ 26 ოქტომბრის საღამოდან მიღებული გვაქვს, უბრალოდ ველოდებოდით იმ მომენტს, რომ სამართლებრივად გამართული ყოფილიყო" - ალეკო ელისაშვილი
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე და ზოგი რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ, კოცნონ ის, მაგრამ ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის დასტურად, „სიებს ხსნის“.