loader

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს? - ანატოლი გიგაურს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს? - ანატოლი გიგაურს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურზე პროკრუატურა განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.