"26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ჩემი და ამ დიაგნოზით დაიღუპა" - 21 წლის ქართველი გოგონას დაუჯერებელი ისტორია
გულს იმ პაციენტს უნერგავენ, ვისაც გულის ისეთი მძიმე უკმარისობა აქვს, რაც წამლებითა და სხვა ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება.
გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა 95%-ის მდგომარეობა, დატვირთვისა და ყოველდღიური აქტივობის თვალსაზრისით, საგრძნობლად უმჯობესდება... რთული და სარისკო ოპერაციაა, რასაც უამრავი პრობლემა ახლავს.
ახლა 21 წლის ქართველი გოგონას ქეთი ქარუმიძის ამბავი უნდა მოგიყვეთ, - მას გული 13 წლის ასაკში გადაუნერგეს. თავის ოჯახთან ერთად, გოგონას წლების განმავლობაში უმძიმესი დღეები აქვს გამოვლილი.