21 წლის ქართველი გოგონას დაუჯერებელი ისტორია - "26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ჩემი და ამ დიაგნოზით დაიღუპა"
გულს იმ პაციენტს უნერგავენ, ვისაც გულის ისეთი მძიმე უკმარისობა აქვს, რაც წამლებითა და სხვა ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება.
გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა 95%-ის მდგომარეობა, დატვირთვისა და ყოველდღიური აქტივობის თვალსაზრისით, საგრძნობლად უმჯობესდება... რთული და სარისკო ოპერაციაა, რასაც უამრავი პრობლემა ახლავს.
ახლა 21 წლის ქართველი გოგონას ქეთი ქარუმიძის ამბავი უნდა მოგიყვეთ, - მას გული 13 წლის ასაკში გადაუნერგეს. თავის ოჯახთან ერთად, გოგონას წლების განმავლობაში უმძიმესი დღეები აქვს გამოვლილი.