ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად, საცხოვრებელ სახლთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი, რომელსაც ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანიისთვის რეისს ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავი გერმანიიდან, ლაიფციგის აეროპორტიდან აფრინდა და დაახლოებით, საათნახევრის შემდეგ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ლიეტუვის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.