"რაც შეეხება რატომ ვარ სტრასბურგში ..." - რას აცხადებს ნიკა გვარამია?
კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. გადაცემაში "დღის სტუმარი" სტრასბურგიდან ჩართვისას გვარამიამ განაცხადა რომ იმყოფება იქ სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს.
"მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.