"მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში..." - მიხეილ სააკაშვილი
მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოში დიქტატურა დამყარდა.