loader

რა თქვეს წარდგენისას მინისტრობის ახალმა კანდიდატებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვეს წარდგენისას მინისტრობის ახალმა კანდიდატებმა?

ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტს, ამ თანამდებობაზე მინისტრთა ახალ კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.