ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - რომელი 3 მინისტრი შეცვალა პრემიერმა?
ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტს, ამ თანამდებობაზე მინისტრთა ახალ კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.