"ნუ მეხები... წყლის ჭავლის ავტომობილი გამოიყენეს" - რა ხდება ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე?
ხმაურია თავისუფლების მოედანზე - გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.
ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.
თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები.
როგორც ცნობილია, დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ვიდეო: "TV პირველი"