“100 000 ადამიანი უნდა მოვიდეს აქ და ამათ უნდა მივაწვეთ - ინსტინქტებიც დაბლაგვებული აქვთ და ზოგადად დაბლაგვებულები არიან“ - ლევან ხაბეიშვილი
თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია - 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პირდაპირი ჩათვისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.
წყარო: "ტვ პირველი"