loader

რუსთაველის გამზირზე კარვები დაიდგა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე კარვები დაიდგა - კადრები ადგილიდან

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.

კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

საბოლოოდ, რამდენიმე მანქანამ, რომელიც წყლით, საკვებითა და ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით იყო დატვირთული, პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.